Print this page

საკრებულოს თავმჯდომარე: რას ერჩიან გორის მერს?

ოქტომბერი 13 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საკრებულოს თავჯდომარე, გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის იმპიჩმენტის საკითხს ეხმაურება.

დავით რაზმაძის თქმით, ხელმოწერების შეგროვებით მერს ვერ გადააყენებენ. 

მერის იმპიჩმენტის შესახებ, რომ დაიწყოს პროცედურები, საჭიროა 21 კაცის ხელმოწერა. შევა 21 კაცის ხელმოწერით განცხადება? როცა 32 კაცია უმრავლესობა საკრებულოში, მერის მხარდამჭერები. მერს ამდენმა ხალხმა, 55%-მა ხმა მისცა, მისი იმპიჩმენტის მოთხოვნით, ჩვენს ამომრჩეველს ვაყენებთ შეურაცყოფას. ძალიან მეეჭვება, რომ 20 ათასი კაცის ხელმოწერა შეაგროვონ. რომც შეაგროვონ, როცა საკრებულოზე გამოვა ეს საკითხი, მე ნამდვილად ვიცი, რომ 32 კაცი მხარს უჭერს მერს და მის მუშაობას. რას ერჩიან კოტე თავზარაშვილს? რამდენი რამე გაკეთდა მისი ხელმძღვანელობით“,-ამბობს დავით რაზმაძე.

გორის მერის გადადგომასთან დაკავშირებით მანიფესტი მას შემდეგ შეიქმნა, რაც კონსტანტინე თავზარაშვილმა კარალეთის დასახლებაში შეკრებილ დევნილ  მოსახლეობასთან აღნიშნა, რომ 2008 წელს საომარი მოქმედებები ქართულმა მხარემ დაიწყო. ამ დროისთვის მანიფესტს 1302 ხელმომწერი ჰყავს. 

Read 864 times