სალომე ზურაბიშვილი სოფელ კარალეთში ქართული ჭიდაობის ტურნირს დაესწრო

ოქტომბერი 13 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა შავდათუაშვილის მშობლიურ სოფელ კარალეთში, ქართული ჭიდაობის ტურნირი ჩატარდა აბსოლუტურ წონით კატეგორიაში

შეჯიბრებაში ქვეყნის სხვადასხვა ქალაქის ფალავნებმა მიიღეს მონაწილეობა.
გამარჯვებული გახდა საქართველოს აბსოლუტური ფალავნობის ორგზის გამარჯვებული პაატა ღვინიაშვილი (ქარელი). ფინალში მან გორელი გიორგი პაპუნაშვილი დაამარცხა. მესამე ადგილზე ბექა ბერძენიშვილი (კასპი) გავიდა.
გამარჯვებულებს და პრიზიორებს ფულადი ჯილდოები, თასები და მედლები გადაეცათ.
შეჯიბრებას ესწრებოდნენ ტიტულოვან სპორტსმენებთან ერთად, ოლმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები ძიუდოში, სამბოსა და თავისუფალ ჭიდაობაშიასევე საქართველოს პარლამენტის გორელი დეპუტატები, შიდა ქართლის გუბერნატორი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომდგენლები.

ქართული ჭიდაობის ტურნირს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილიც დაესწო, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია არავის გაუვრცელებია. ტურნირზე ყოფნის ამსახველი ფოტოები საკრებულოს წევრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. გორის მაჟორიტარი დეპუტატის, თენგიზ ხუბულურის ოფიციალურ  ფეისბუკ გვერდზე ტურნირის შესახებგავრცელებულ ინფორმაციაში, დამსწრეთა შორის სალომე ზურაბიშვილი არ არის ნახსენები. 


 

Read 962 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი