Back to Top
 

JPrize Web Geo

კვირა, 14 ოქტომბერი 2018 16:00

სუხიშვილის უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუჩერდა

Rate this item
(0 votes)

ევრორეგიონულმა სასწავლო უნივერსიტეტმა ავტორიზაცია ვერ გაიარა.

 ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" ინფორმაცია სტუდენტებმა მიაწოდეს. მათი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებით დიდ პრობლემებს უქმნის გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს.

"უნივერსიტეტი არის თბილისსა და გორში, ყველაზე დიდი პრობლემა გორის ბავშვებს აქვთ. იქ მეტი უნივერსიტეტი არ არის,რომ სხვაგან გადაიტანონ და ძალიან რთულ სიტუაციაში არიან.იქ არიან სტუდენტები, რომლებიც ფარმაციაზე სწავლობენ და არიან მე-4 კურსზე. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს კი ეს ფაკულტეტი არ აქვს, შესაბამისად მათ  სტატუსის შეჩერება მოუწევთ", - აცხადებენ სტუდენტები.

ავტორიზაციის საკითხზე "მოზაიკა" უნივერსიტეტის თანამშრომლებსაც დაუკავშირდა, რომლებმაც ფაქტი დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ ავტორიზაციის გასავლელად მომავალი წლისთვის მოემზადებიან. თუმცა რა ბედი ელით ამ პერიოდში ლექტორ-მასწავლებლებს-აღნიშნეს, რომ ეს საკითხი ჯერჯერობით მათთვისაც გაურკვეველია. სტუდენტები კი მათი თქმით საბუთებს სხვადასხვა სასწავლებლებში გადაიტანენ. 

"სტუდენტთა გადანაწილება გამარტივეული წესით მოხდება. Ege.ge ზე უნივერსიტეტები გამოაქვეყნებენ სად რამდენი სტუდენტის მიღებაა შესაძლებელი და სტუდენტი სურვილის შესაბამისად გაარძელებს სწავლას მისთვის რჩეულ სასწავლებელში", - აცხადებენ ევრორეგიონული უნივერსიტეტის თანამშრომლები. 

ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტის გორის ფილიალში 500-მდე მოქმედი სტუდენტი (ამდენივე სტატუს შეჩერებული) და 200-მდე თანამშრომელი ჰყავს. სასწავლებელს  ავტორიზაცია 8 ოქტომბერს შეუჩერდა. 

Read 11495 times Last modified on კვირა, 14 ოქტომბერი 2018 19:32