გუბერნია: გორის მუნიციპალიტეტში გაზის გარეშე 20-მდე სოფელია დარჩენილი

ოქტომბერი 15 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირის პრობლემა კვლავ გადაუჭრელია.

ამ დროისთვის 20-მდე სოფელი კვლავ გაზის გარეშეა დარჩენილი - ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

გასულ კვირას, გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა რეგიონული განვითარების სამინისტროში სწორედ ეს საკითხი განიხილა. მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ეხებოდა იმ სოფლებს, სადაც რეალურად გაზი შეყვანილია და სახლებში არ არის მიწოდებული.

"ეს პროცესი დაჩქარებული ტემპით განხროციელდება", - აცხადებენ გუბერნიაში.

შიდა ქართლის სოფლების გაზიფიცირება ჯერ კიდევ 2014 წელს დააანონსა ხელისუფლებამ, რომლის მიხედვით, ჯამში პირველი და მეორე ეტაპის დასრულების შედეგად, გორის მუნიციპალიტეტის 33 სოფელში, ბუნებრივ აირს მიიღებდა 8799 ოჯახი. სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე ყველა სოფლის გაზიფიცირებისთვის, 19 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. გაზიფიცირების სამუშაოები იგეგმებოდა გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების 58 სოფელში, გეგმის მიხედვით, სულ გაზიფიცირება 13 375 კომლს შეეხებოდა, თუმცა აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებიდან 4 წლის შემდეგ გორის მუნიციპალიტეტში 20 სოფელი კვლავ ბუნებრივი აირის გარეშე რჩება.

Read 807 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი