მაკრახიძე: ზურაბიშვილისთვის გადასარიცხი თანხა ჩემ გოგოს და მეგობრებს გამოვართვი

ოქტომბერი 15 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მაჟორიტარი დეპუტატის დანაზოგი 2017 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით 5000 ლარით განისაზღვრება.

ეს მონაცემები იოსებ მაკრახიძის ბოლო დეკლარაციაშია მითითებული. რადიო „მოზაიკა“ დაინტერესდა თუ შემოსავლებით გაიზარდა 10 თვეში დეპუტატის დანაზოგი 1000%-ით, თუმცა მაკრახიძემ ამჯერად აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის გადასარიცხად თანხა შვილს და მეგობრებს გამოართვა. 

"დანაზოგი მაგდენი არ მქონდა, ამიტომ ჩემ გოგოს და მეგობრებს გამოვართვი, შევასრულე 50 000 ლარი და ისე გადავურიცხე ქალბატონ სალომეს. საერთოდ, რასაც ვაკეთებ, მერე აღარ ვნანობ ხოლმე“, - ამბობს მაკრახიძე.

ამ პასუხის შემდეგ რადიო „მოზაიკამმაკრახიძეს 2011-12 წლები შეახსენა, რა დროსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ პირველ შემთხვევაში 100000 ლარი, შემდეგ კი 25 000 ლარი შესწირა, რაზეც დეპუტატმა აღნიშნა, რომ თანხა არა სააკაშვილს, არამედ მაშინდელ მმართველ ძალას გადაურიცხა.

Read 3923 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი