Print this page
ორშაბათი, 15 ოქტომბერი 2018 14:14

გამოდით მონებო!-აქციის მონაწილეებმა "ოცნების"ოფისში შეჭრა სცადეს

Rate this item
(0 votes)

მკვლელებო, მონებო, სარდაფის ხელისუფლება-ამ შეძახილებით ამ წუთებში "ქართული ოცნების" გორის ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

 "ქართული ოცნება სარდაფში, ჩვენი მომავალი საფრთხეშია, მოძალადე ხელისუფლება ციხეში-ამ შინაარსის ტრანსპარანტებით გორში, წერეთლის ქუჩაზე ახალგაზრდები არიან შეკრებილები. საყვირის ფონზე აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მოხსნას ითხოვენ. აქციაზე იმყოფებიან საკრებულოს წევრები ნაციონალური მოძრაობიდან ვასილისა ჯაბახიძე  და ბექა ქორჩილავა, მათი თქმით ქვეყანაში აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ცნობილი ხდება, რომ აქციას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები შიდა ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც შეუერთდნენ.

Read 3297 times