prezidenti.ge - საიტი ამომრჩევლებისთვის

ოქტომბერი 15 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

არასამთავრობო ორგანიზაციამ "აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის" ვებ - გვერდი prezidenti.ge აამუშავა.

ვებ - გვერდი ამომრჩეველს საშუალებას აძლევს გაეცნოს საპრეზიდენტო კანდიდატების ხედვებს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს წინა საარჩევნო კონკურენციისა და დებატების რაციონალურ და პოლიტიკაზე ორიენტირებული დისკუსიების წარმართვას. 

“აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის" აგრძელებს თავის ტრადიციას და ამომრჩეველს სთავაზობს ვებგვერდს prezidenti.ge , სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს საარჩევნო კანდიდატების ხედვებს ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით. ჩვენი საიტის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ აქ ერთდროულად შეგიძლიათ, სხვადასხვა ხედვის მიმართულებით, რამოდენიმე კანდიდატის საარჩევნო ხედვა შეადაროთ. საიტი ყველასთვის ხელმისაწვდომია. აქ არის ისეთი თემები, რომელიც უშუალოდ არ შედის პრეზიდენტის კომპეტენციაში, მაგრამ მას აქვს უკუკავშირი ამ საკითხებთან და ეს გამოიხატება ვეტოს უფლებაში, რომლითაც მას შეუძლია შეაჩეროს ესა თუ ის კანონპროექტი. ამიტომ, პრეზიდენტს, მიუხედავად უშუალოდ არაკომპეტენციისა, აუცილებელია, რომ თავისი მიდგომები და ხედვები გააჩნდეს“, - ამბობს გორის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი, ზაზა ჭიპაშვილი. 

Prezidenti.ge 2013 წლიდან აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხედულებებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე.

Read 677 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი