"ქართული ოცნება": პროვოკაციებს არ ავყვებით

ოქტომბერი 15 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ქართული ოცნების" გორის შტაბის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს და "ნაციონალური მოძრაობა" პროვოკაციაში დაადანაშაულეს.

ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ შტაბის წარმომადგენელმა, გელა კაპანაძემ გააკეთა.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართული აქცია გამოირჩეოდა შეურაცხყოფით, გინებით და ისახავდა ფიზიკური დაპირისპირების გამართვის მიზანს. გელა კაპანაძე ამბობს, რომ ყველა საერთაშორისო და სადამკვირვებლო ორგანიზაცია საქმის კურსშია. 

"მიუხედავად ასეთი პროვოკაციებისა, ჩვენი აქტივისტები კვლავაც გამოიჩენენ მოთმინებას და არ აჰყვებიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ასეთი სახის პროვოკაციებში", - განაცხადა კაპანაძემ.

Read 1208 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი