შიდა ქართლის გუბერნატორი საქართველო-ლატვიის ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო

ოქტომბერი 15 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა მცხეთაში გამართულ საქართველო-ლატვიის რეგიონების ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს რეგიონების საინვესტიციო პოტენციალი და კონკრეტული შეთავაზებები ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ღონისძიებაში ლატვიური მხრიდან ბიზნეს-დელეგაციამაც მიიღო მონაწილეობა.

"ამ გზით ორი ქვეყნის რეგიონების ბიზნეს-წრეებს საშუალება ექნებათ დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელონ. მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები, რაც სამომავლოდ, ხელს შეუწყობს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას", - აცხადებს გიორგი ხოჯევანიშვილი.

Read 516 times Last modified on Last modified on ოქტომბერი 15 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი