“საია“ მიხეილ გოგინაშვილის საქმეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრებს

ოქტომბერი 16 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

“საია“ მიხეილ გოგინაშვილის საქმის გასაჩივრებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აპირებს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის იურისტის, ქეთი ბებიაშვილის თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიამ ზაზა ნასყიდაშვილისა და მიხეილ გოგინაშვილის საქმე სათანადოდ არ გამოიკვლია.

“საოლქო საარჩევნო კომისია, ორივე შემთვევაში, მხოლოდ სავარაუდო სამართალდარღვევის ახსნა - განმარტებას დაეყრდნო. მიგვაჩნია, რომ ფაქტობრივი გარემოებები უნდა იყოს სწორად შემოწმებული და მის საფუძველზე უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული. ორივე შემთხვევაში საუბარი არის ახსნა - განმარტებაზე მიხეილ გოგინაშვილისა და ზაზა ნასყიდაშვილის მიერ, რაც ნამდვილად ვერ ადასტურებს იმას, რომ მათ მიერ კანონი არ დარღვეულა. ამიტომ, ჩვენ მიხეილ გოგინაშვილთან დაკავშირებით ვაპირებთ, რომ გავასაჩივროთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში“, - ამბობს ქეთი ბებიაშვილი.

შეგახსენებთ, "საიამ" საოლქო საარჩევნო კომისიას მიხეილ გოგინაშვილთან დაკავშირებით, მისი ავტორობით სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმოწერის გამო მიმართა, რომელშიც გოგინაშვილი კონკრეტულ პირებს სალომე ზურაბიშვილის ვიდეოს მოწონებას სთხოვდა. კომისიამ აღნიშნულ საქმეში გოგინაშვილი სამართალდამრღვევად არ მიიჩნია.

Read 593 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი