Print this page
სამშაბათი, 16 ოქტომბერი 2018 14:45

კომენტარი ნიქოზის სკოლის დირექტორის პოსტზე: მამიდა, თუ ეს შემოხაზე, ხელს ავიღებ შენზე

Rate this item
(0 votes)

ნიქოზის საჯარო სკოლის დირექტორი საკუთარ ფეისბუკის გვერდზე დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც კომენტარის სახით, ამავე სოფლის მკვიდრი შორენა შატაკიშვილი მიმართავს და ურჩევს, რომ 28 ოქტომბერს ზურაბიშვილის საარჩევნო ნომერი არ შემოხაზოს. 

"მამიდა, თუ ეს შემოხაზე, შენზე საერთოდ ხელს ავიღებ", - წერს შორენა შატაკიშვილი ნიქოზის საჯარო სკოლის დირექტორის პოსტზე. რადიო "მოზაიკა" ფაქტი გადასამოწმებლად ლია შატაკიშვილს დაუკავშირდა, სკოლის დირექტორი ამბობს, რომ სამუშაო საათებში პოსტი მას არ გაუზიარებია და მის ფეისბუკზე წვდომა სხვა ადამიანებს აქვთ. 

"ამიერიდან უფრო ყურადღებით ვიქნები. ზოგადად ჩემი ლოგინი და პაროლი სხვებმაც იციან და შესაძლოა, ჩემდა უკითხავად ეს პოსტი ვინმემ გააზიარა. რაც შეეხება კომენტარს, მისი ავტორი არ იმყოფება საქართველოში და არ აქვს კანდიდატებზე ინფორმაცია. არავითარ შემთხვევაში არ გავითვალისწინებ მის რჩევას. მხარს ზურაბიშვილის ვუჭერ".

აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია რესურსცენტრი, ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, დეტალების მოძიებისას რაიმე შეუთავსებლობის გამოვლენის შემთხვევაში ნიქოზის სკოლის დირექტორი შენიშვნას მიიღებს.

Read 1400 times