ფაქტის დასტურად, მერიამ სოციალურ ქსელში ფოტო-მასალა გამოაქვეყნა.
"კიდევ ერთხელ, მოგმართავთ თხოვნით, თითოეულმა ჩვენგანმა გავაცნობიეროთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა ჩვენი საცხოვრებელი გარემოსა და თანამოქალქეების მიმართ. ნუ გვექნება საერთო სარგებლობის სხვადასხვა სახის ობიექტების მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ გორის მერიამ აღნიშნული თხოვნით რამდენიმე თვის წინაც მიმართა საზოგადოებას, სამწუხაროდ კვლავ ასეთი რეალობის წინაშე ვართ", - წერია მერიის ფეისბუქ გვერდზე.
დაზიანებული ნაგებობა მე-5 სკოლის გვერდით მდებარეობს. მისი რეაბილიტაცია 5 თვის წინ მოხდა.
შეგახსენებთ, რომ ნაგებობა 2017 წელს სპორტულ მოედანთან ერთად მოეწყო. სამუშაოები მსოფლიო ბანკმა დააფინანსა და ამისთვის 1 300 000 ლარი დახარჯა.