კონსტანტინე თავზარაშვილმა მერობის პერიოდში პირველი დეკლარაცია გამოაქვეყნა

ოქტომბერი 17 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

კონსტანტინე თავზარაშვილმა მერობის პერიოდში, პირველი დეკლარაცია გამოაქვეყნა.

დოკუმენტის მიხედვით, თავზარაშვილის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჩამონათვალს სტალინის ქუჩაზე 28 კვმ ბინა დაემატა, რომელიც მესაკუთრედ, მისი მეუღლე ქეთევან ტატიაშვილი ფიქსირდება. შეძენის ფორმად ჩუქებაა მითითებული. გასული წლისგან განსხვავებით, გორის მერის ანგარიშზე გახსნილი ანაბარი 2500 დან 5400 ლარამდეა გაზრდილი. მის მეუღლეს, ქეთევან ტატიაშვილს სახელფასო თანხა ანგარიშზე 420 ლარი უფიქსირდება, თავზარაშვილს-1417 ლარი. 

თუ საკრებულოს თავმჯდომაროების პერიოდში შევსებულ დეკლარაციაში სამეწარმეო საქმიანობის გრაფა ცარიელი აქვს, წელს შევსებულ დეკლარაციაში წერს,რომ შპს “მარინში“ ის 40%-იან წილს ფლობს, პარტნიორებად კი მეუღლე და ძმა ჰყავს მითითებული. 

2017 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, თავზარაშვილისა და მისი მეუღლის მიერ ანაზღაურებადი სამუშაოდან მიღებული თანხა 43 766 ლარს შეადგენს. იმავე პერიოდში, საბანკო ვალდებულებების შესასრულებლად 6 735 ლარი დახარჯა.

Read 961 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი