Print this page

ენმ-მ გორის მერს სასამართლო პროცესი მოუგო

ოქტომბერი 17 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სარჩელი" გორის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა, რამაც ოპოზიციის ინფორმაციით, გორის მერის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის ფაქტი დადასტურდა.

პირველი სხდომა აღნიშნულ საქმეზე გასულ კვირას გაიმართა, რა დროსაც ცნობილი გახდა, რომ გადაწყვეტილებას მოსამართლე 17 ოქტომბერს მიიღებდა. ენმ-ის წევრები მერის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას ახლა უკვე სასამართლო გადაწყვეტილების თანხლებით მოითხოვენ.

"შეიძლება ითქვას, გორის მერის თანამდებობიდან გადაყენება დროის საკითხიღაა. დღეს დააკმაყოფილა სასამართლომ ჩვენი სარჩელი და დაადგინა მერის მიერ შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ფაქტი", - განაცხადა იურისტმა, ლექსო მერებაშვილმა

Read 2971 times Last modified on Last modified on ოქტომბერი 17 2018