Print this page

მერებაშვილი: თუ საკრებულო უკანონო გადაწყვეტილებას მიიღებს, სასამართლოში გავასაჩივრებთ

ოქტომბერი 17 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, საპროცედურო - სამანდატო კომისიას დაევალა დაადგინოს მერის ქმედებაში კანონის დარღვევის ფაქტი და ამ დადგენილებით მიმართოს საკრებულოს. 

“ამ გადაწყვეტილების შემდეგ სამანდატო საპროცედურო კომისია იქნება ვალდებული მიმართოს საკრებულოს იმის თაობაზე, რომ მერმა დაარღვია კანონმდებლობის მოთხოვნები და დაიკავა შეუთავსებელი თანამდებობა. ამის შემდეგ, უკვე რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკრებულო, ჩვენც შესაბამისად ვიმოქმედებთ. თუ ჩავთვლით, რომ საკრებულომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, გავასაჩივრებთ სასამართლოში, თუ არადა კანონის ფარგლებში საკრებულო ვალდებულია შეუწყვიტოს მერს უფლებამოსილება“, - ამბობს ლექსო მერებაშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის" სარჩელი გორის რაიონულმა სასამართლომ დღეს დააკმაყოფილა.

Read 864 times Last modified on Last modified on ოქტომბერი 17 2018