ჯიოევი: 2008 წელს უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსების მოძიებაზე დამოუკიდებელი ექსპერტი იმუშავებს

ოქტომბერი 17 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ეუთო-ს დამოუკიდებელი ექსპერტი დუშან იგნიატოვიჩი გააგრძელებს მუშაობას 2008 წლის აგვისტოს შემდეგ უგზო-უკვალოდ დაკარგული ოსების საკითხებზე", - ამის შესახებ ცხინვალში გამართულ ბრიფინგზე დე ფაქტო პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა განაცხადა და იქვე დასძინა, რომ ეს ამბავი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ბოლო რაუნდის მსვლელობისას გამოცხადდა.

"ჩვენ შევახსენეთ საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებს, რომ 13 ოქტომბერს 10 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც სამი ახალგაზრდა – ჩვენი რესპუბლიკის მოქალაქეები ქართულმა პოლიციამ დააკავა და ძალით გადაიყვანა საქართველოს ტერიტორიაზე. ისინი დაკითხეს მერეთის პოლიციის განყოფილებაში, რის შემდეგაც მათი კვალი გაქრა. ამიტომაც ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ქართული დელეგაციის წევრებს სერიოზული ყურადღება გავამახვილებინეთ იმაზე, რომ ეს საკითხი გადასაჭრელია”, - აღნიშნა ჯიოევმა.

მისივე თქმით, ეუთო-ს წარმომადგენელი დაჰპირდა ოსური დელეგაციის წევრებს, რომ ორგანიზაცია აგრძელებს კონტრაქტს იგნიატოვიჩთან, რომელიც უახლოეს ხანებში წარმოადგენს ახალ მოხსენებას უგზო-უკვალოდ დაკარგულთა საკითხებთან დაკავშირებით.

"დაგვარწმუნეს, რომ დოკუმენტში კონკრეტული წინადადებები შევა. ჩვენის მხრივ, აღვნიშნეთ, რომ თუ 2008 წლის შემდეგ უგზო-უკვალოდ დაკარგული ყველა ადამიანის ბედის შესახებ ინფორმაციას მივიღებდით, ეს აღქმული იქნებოდა, როგორც ნდობის გარკვეული ჩანასახის გაჩენა საქართველოს ხელისუფლების მიმართ", - დასძინა ჯიოევმა

Read 656 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი