Back to Top
ოთხშაბათი, 17 ოქტომბერი 2018 15:35

ვალერი სუხიშვილი: უნივერსიტეტს ავტორიზაცია უკანონოდ შეუჩერეს

Rate this item
(0 votes)

ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის დამფუძნებელი, ვალერი სუხიშვილი რადიო “მოზაიაკსთან“ ამბობს, რომ სასწავლებელს ავტორიზაცია უკანონოდ შეუჩერეს. მისი თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტლებას სასამართლოში გაასაჩივრებენ. 

“ერთი გადაცდომა არ გვაქვს. ზოგადი დასკვნა არსებობს, არც ერთი კონკრეტული ფაქტი არ არსებობს რაიმე დარღვევის შესახებ. მხოლოდ ზოგადი დასკვნა გააკეთეს. საბჭოს წევრებს შორის არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ წარმატებული უმაღლესი სასწავლებლები დათრგუნონ. ჩვენს უნივერსიტეტს ევროპის ხარისხი აქვს მიღებული, კურსდამთავრებულთა დასაქმებით რეიტინგით სამეულში ვართ. ორჯერ ვერცხლის მედალი გვაქვს მიღებული, ერთხელ - ოქროსი. არ ვიცი ვინ არის ის მტერი, ვისაც ამ უნივერსიტეტის მოშორება უნდა. ჩვენ გავასაჩივრეთ ეს გადაწყვეტილება და ველოდებით პასუხს. სასამართლოსაც მივმართავთ და ყველაფერს უკან დავიბრუნებთ“, - ამბობს ვალერი სუხიშვილი. 

ევრორეგიონულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს შეუჩერეს. სასწავლებლის გორის ფილიალს 500-მდე სტუდენტი და 200-მდე თანამშრომელი ჰყავს

Read 1166 times Last modified on ოთხშაბათი, 17 ოქტომბერი 2018 18:28