შემოსავლების სამსახური: დევნილებს შეღავათი მხოლოდ ოკუპირებული მიწის გადასახადზე ექნებათ

ოქტომბერი 17 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

დევნილებს მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებზე არსებული დავალიანება არ ჩამოეწერებათ.

ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული წერილიდან გახდა ცნობილი. მიმდინარე წლის მარტში გორის მუნიციპალიტეტის მერიამ და გუბერნიამ დევნილთა სამინისტროს შუამდგომლობით მიმართეს, დევნილებისთვის მიწის გადასახადთან დაკავშირებული შეღავათების დაწესების მიზნით, თუმცა შემოსავლების სამსახურმა მათ უპასუხა, რომ საკუთრებაში გადაცემული ფართობების გადასახადი ყველა მოქალაქეს თანაბრად ეხება. გამონაკლისი მხოლოდ ინდივიდუალური მიმართვიანობის შემთხვევისას განიხილება. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შეღავათი ადგილნაცვალ პირებს, მხოლოდ დროებით ოკუპირებულ მიწის ნაკვეთებზე დაუწესდებათ, რომლითაც ამჟამად ვერ სარგებლობენ.

"ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულია მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი ტერიტორიებზე არსებული ქონება - დროებით, კონფლიქტის მოგვარებამდე და ეკონომიკური სიტუაციის მოგვარებამდე. დევნილი ოჯახის წევრების მიერ ინდივიდუალურად მომართვის შემთხვევაში საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა (მათ შორის საგადასახადო შეთანხმებით) განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა გათვალისწინებით“, - წერია შემოსავლების სამსახურის წერილში.

Read 790 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი