გორის მერის ადვოკატი: გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დავსწრებივარ
გორის მერის ადვოკატი ზაზა მათოშვილი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია.
“ მე გადაწყვეტილების გამოცხადებაზე არ ვყოფილვარ, გამოცხადებაზე არ არის სავალდებულო დასწრება, მერეც შემიძლია გავიგო“,- უთხრაა რადიო “მოზაიკას“ კითხვას ადვოკატმა ზაზა მათოშვილმა.
მოგვიანებით კი განაცხადა, რომ მოსამართლემ არა მერის კანონდარღვევა დაადგინა, არამედ სამანდატო საპროცედურო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსი ცნო არასწორად. მისი თქმით, მერის იმპიჩმენტის მოთხოვნით კომისიას არა ერთმა პიროვნებამ, არამედ საკრებულოს 21 დეპუტატმა უნდა მიმართოს, ან ამომრჩევლის 20%-მა.
“დაირღვა თუ არა მერის მხრიდან კანონი, ეს საკრებულომ კი არა, საჯარო სამსახურის ბიურომ უნდა დაადგინოს. თუკი ამას დაადგენს, რომ კონსტანტინე თავზარაშვილი არღვევდა კანონს და იკავებდა შეუთავსებელ თანამდებობას, ეს გახდება მისი იმპიჩმენტის მოთხოვნის საფუძველი. მოსამართლემ დღეს, დაავალა საკრებულოს, რომ სამანდატო საპროცედურო კომისიის დასკვნა, უარის თუ თანხმობის შესახებ, დაიწეროს დასაბუთებულად”, - ამბობს მათოშვილი.
Latest from რადიო მოზაიკა
- გორში, ჭალის დასახლებაში საფეხბურთო სკოლის აშენებას გეგმავენ
- გორელები ტაქსის მძღოლების მოთხოვნას ტარიფის გაზრდაზე ეწინააღმდეგებიან
- ტაქსების მძღოლების პროტესტის პარალელურად ოფისების ხელმძღვანელებიც იკრიბებიან
- გორში, ტაქსის მძღოლები აქციას მართავენ
- დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალს გორის სტადიონმა უმასპინძლა