გიორგი ხოჯევანიშვილი წმინდაწყლის დასახლებაში მოქალაქეების პრობლემებს გაეცნო

ოქტომბერი 18 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გიორგი ხოჯევანიშვილი გორში, წმინდაწყლის დასახლებაში მდებარე ქუჩების მდგომარეობას გაეცნო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად საჭიროებების მოგვარებაზე იმსჯელა.

მისი თქმით, თანაბარი ყურადღება უნდა ექცეოდეს ქალაქის თითოეულ ქუჩას, რათა მოსახლეობას კომფორტულ გარემოში ცხოვრების საშუალება ჰქონდეს. გუბერნატორი ასევე, გაეცნო გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს. აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარის, ნაპირსამაგრი ჯებირისა და საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება.

"დავათვალიერეთ ქუჩები და გავეცანით დასახლების საჭიროებებს. მერიის შესაბამის სამსახურებს მივეცით გარკვეული რეკომენდაციები და ერთობლივი მუშაობის შედეგად, ვფიქრობ, დროულად შევძლებთ საკითხების გადაჭრას. ასევე, დავათვალიერეთ გოგებაშვილის ქუჩაზე გზის მოასფალტების, კანალიზაციის მოწყობისა და ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობის მიმდინარეობა. პროექტი წლის ბოლოს დასრულდება და მოსახლეობა შეძლებს გაუმჯებესებული და კეთილმოწყობილი ინფრასტუქტურით სარგებლობას", - განაცხადა გუბერნატორმა.

Read 1053 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი