გორის მერი: 2019 წლის ბიუჯეტში პრიორიტეტი ისევ ინფრასტრუქტურა იქნება

ოქტომბერი 18 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტზე მუშაობისას პრიორიტეტი ინფრასტრუქტურისა და განათლების ხელშეწყობა იქნება.

ამის შესახებ მან რადიო “მოზაიკასთან“ ისაუბრა. 

“ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი და 2019 წელს ყველაფერს გავაკეთებ, რაც გეგმაში მაქვს. უფრო მეტს გავაკეთებ, ვიდრე ახლა, იმიტომ, რომ როცა მერი გავხდი, ბიუჯეტი ჩემი შედგენილი არ იყო. ბიუჯეტი შეადგინა გამგეობამ და მერიამ, მე უბრალოდ გავაერთიანე, რადგან გაერთიანდენ ეს ორი მუნიციპალიტეტი. ახლა, ყველა სამსახური მუშაობს მომავალი წლის ბიუჯეტზე. ეს ყველაფერი შემოვა ჩემთან, მე გადავხედავ, სად რა უნდა ჩავამატო, რა უნდა მოვაკლო. შემდეგ წარმოვადგენ საერთო ბიუჯეტს. ისევ ინფრასტრუქტურა იქნება პრიორიტეტი, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური საკითხები“, - განაცხადა გორის მერმა.

Read 958 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი