ბაღების აღმზრდელები: კოვზიაშვილმა ჩვენ ხელფასებზე არასწორი ინფორმაცია გაავრცელა

ოქტომბერი 19 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელის, ლია კოვზიაშვილის განცხადებას შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საბავშვო ბაღების თანამშრომლებისგან გამოხმაურება მოჰყვა.

მათი განმარტებით, მაქსიმალური ხელფასი საბავშვო ბაღებში არა 350 ლარი, არამედ 250 ლარია. 

"საბავშვო ბაღებში დილის ცვლის აღმზრდელს 240 ლარი, მეორე ცვლისას კი, რომელსაც 3 საათის ნაცვლად ახლა უკვე 4 საათს ამუშავებენ, 120 ლარი აქვს. ასეა თითქმის ყველა საბავშვო ბაღში. თუ ლია კოვზიაშვილმა მხოლოდ ერთი რომელიმე ბაღის მაგალითზე დაასახელა მაქსიმალურ ხელფასად 350 ლარი, ეს უნდა განემარტა, (პირველ საბავშვო ბაღში, მაგალითად, 9 საათიანი სამუშაო გრაფიკი აქვთ). ან თუ დირექტორის ხელფასი იგულისხმა, ესეც უნდა დაეზუსტებინა. სხვა შემთხვევაში გამოდის რომ მის განცხადებას, რაც რადიო "მოზაიკასთან“ გუშინ გააკეთა, საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს“, - აცხადებენ ბაღების თანამშრომლები.

ფოტო შერჩეულია თემატურად

Read 1340 times Last modified on Last modified on ოქტომბერი 19 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი