გორის მერის ახალ დეკლარაციაში, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, უზუსტობები ფიქსირდება

ოქტომბერი 19 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერი, კოტე თავზარაშვილი რადიო “მოზაიკას“ მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მისი მეუღლისთვის მშობლების მიერ გადაცემულ ბინაზე იყო საუბარი.

თავზარაშვილის თქმით, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, მის ოჯახს არაფერი შემატებია და ის ფართობები, რაც ბოლო დეკლარაციაში აქვს მითითებული საკრებულოს თავმჯდომარეობის პერიოდში შევსებულ დოკუმენტშიც უწერია. რადიო “მოზაიკა“ დაინტერესდა, რამდენად თანხვედრაშია უძრავი ქონების მონაცემები ერთმანეთთან, ამიტომ ერთმანეთს 2017 და 2018 წლებში შევსებული დოკუმენტები შეადარა. აღმოჩნდა, რომ სარდაფი, რომელიც წელს შევსებულ დეკლარაციაშია მითითებული, გორში, სამეფოს 68 ნომერში 920 კვმ ფიქსირდებოდა, გასულ წელს კი ამ მისამართზე, თავზარაშვილს, მხოლოდ 40 კვმ ავტოფარეხი ჰქონდა მითითებული , რომელიც წელსაც უფიქსირდება. მიწის ნაკვეთი, რომელიც ამავე მისამართზე, წელს 1750 კვმ-ით არის განსაზღვრული, გასულ წელს 1200 კვმ-ს შეადგენდა. 

რაც შეეხება მეუღლის, ქეთევან ტატიაშვილის მემკვიდრეობით მიღებულ ბინას, შეძენის თარიღად 2017 წელს 2007 წელი უწერია, წელს კი-1998 წელი. 

გასულს წელს ამ ბინის მისამართად სტალინის 9 ნომერი იყო მითითებული, უძრავი ქონების ფართობი კი 40კვმ იყო. წელს იგივე ქონება მისამართზე სტალინის 9/5 ნომერშია მითითებული, ფართობი კი- 28,8 კვმ ფიქსირდება. 

რა მიმართულებით გასხვისდა ან შეიცვალა მონაცემები უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, მერის ბოლო დეკლარაციაში, შემოსავლებისა და გასავლების გრაფაში არაფერია ნათქვამი.

Read 1247 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი