"იანვრიდან ვაპირებთ ხელფასების გაზრდას" - კოვზიაშვილი ბაღის აღმზრდელებს პასუხობს

ოქტომბერი 19 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ლია კოვზიაშვილი ბაღების აღმზრდელების ანაზღაურებასთან დაკავშირებულ პრეტენზიებს პასუხობს.

კოვზიაშვილი მის გუშინდელ განცხადებასაც განმარტავს და აზუსტებს, რომ მაქსიმალური ანაზღაურება 350 ლარი მხოლოდ ერთ ბაღში იგულისხმა (1 საბავშვო ბაღი). მისი თქმით, მეორე ცვლის აღმზრდელებს სამუშაო გრაფიკი დადგენლი ნორმის გათვალისწინებით გაეზარდათ, ანაზღაურების გაზრდა კი მომავალ წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული. 


“ზოგადად ჩვენს ქვეყანაში არის 8 - საათიანი სამუშაო გრაფიკი, ასეთი ფორმულირება გვაქვს, რომ პირველი ცვლის აღმზრდელი, ბავშვებთან უნდა ატარებდეს 6 საათს, დანარჩენი 2 საათი კი მან მეორე ცვლის აღმზრდელთან ერთად უნდა გაატაროს, ერთად უნდა იმუშაონ. ადრე ასე არ ხდებოდა. სრულიად გასაგებია აღმზრდელთა პრეტენზიები და აბსოლუტურად მართალია, რომ არ მოგვიმატია ხელფასი და ისევ იმდენს იღებდნენ, რასაც აქამდე, მაგრამ მეორე ცვლა არის ნახევარ განაკვეთზე და ხელფასსაც ნახევარს იღებენ. იანვრიდან დაგეგმილია ხელფასების მომატება, მოხდება დიფერენცირება აუცილებლად, იმის მიხედვით, სად მეტი ბავშვია, დაახლოებით 50-დან 120-ლარამდე შეიძლება მოემატოს“, - განაცხადა კოვზიაშვილმა. 


საბავშო ბაღების აღმზრდელებმა პრეტენზია მას შემდეგ გამოთქვეს, რას ლია კოვზიაშვილმა რადიო “მოზაიკასთან“ განაცხადა, რომ საბავშვო ბაღებში აღმზრდელის მაქსიმალური ანაზღაურება 350 ლარია.

ამავე თემაზე: ბაღების აღმზრდელები: კოვზიაშვილმა ჩვენ ხელფასებზე არასწორი ინფორმაცია გაავრცელა

Read 3007 times Last modified on Last modified on ოქტომბერი 19 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი