ომის მუზეუმში IPRM-ის აღდგენის საკითხზე იმსჯელებენ

ოქტომბერი 19 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით აწყობს შეხვედრას გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ 2018-2020 წლების ეროვნული სამთავრობო გეგმის მიხედვით აღებული ვალდებულებების შესრულების ფარგლებში.

შეხვედრას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წევრები დაესწრებიან. მოწვეული სტუმრები გალში და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების მნიშვნელობაზე იმსჯელებენ და ამ პროცესში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლს განიხილავენ. შეხვედრა 22 ოქტომბერს 12 საათზე ერგნეთის ომის მუზეუმშია ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ IPRM-ის ბოლო შეხვედრა ერგნეთში მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ჩაიშალა, მას შემდეგ მხარეები ე.წ. ნეიტრალურ ზონაში აღარ შეკრებილან.რიგით 89-ე შეხვედრაზე, ერგნეთის სხდომის დატოვებამდე ოსურმა დელეგაციამ მოითხოვა დღის წესრიგიდან ამოეღოთ დავით ბაშარულის და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საკითხი, რაზეც ქართული მხრიდან კატეგორიული უარი მიიღო. შერიგებისა და თანასწორობის მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ აღნიშნული ფორმატის შეხვედრები უმნიშვნელოვანესია დღევანდელ ვითარებაში და ის აუცილებლად უნდა აღდგეს.

Read 1731 times Last modified on Last modified on ოქტომბერი 19 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი