Back to Top
ოთხშაბათი, 31 იანვარი 2018 18:42

გაცვლით პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობა გორელებისთვის

Rate this item
(0 votes)

"გახდი ქართლოსის მოხალისე და მიიღე საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის შანსი!" -  ორგანიზაცია "ქართლოსი"საინფორმაციო საკონსულაციო შეხვედრებს აგრძელებს და ახალგაზრდებს "ერასმუს +"-ის პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობას აძლევს.

ყოველ ორშაბათსა და ოთხშაბათს, ქართლოსის ოფისში 14:00-16:00 საათებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ ეწვიონ და გაიარონ კონსულტაციები ორგანიზაციის მოხალისეებთან "ერასმუს+"-ის მოხალისეობრივი შესაძლებლობების შესახებ, დასვან შეკითხვები და მიიღონ მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაცია", - აცხადებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი მეგი ბიბილური. 

დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, გახდნენ პროგრამის ბენეფიციარები და ითანამშრომლონ "ქართლოსთან", მიიღონ ინფორმაცია მოხალისეობრივი შესაძლებლობების შესახებ, დაესწრნონ მიმდინარე ტრენინგ კურსებს და ჩაერთონ გაცვლით პროგრამებში. ასევე, გახდნენ "ქართლოსის" მოხალისეები. 

 

Read 1837 times Last modified on ოთხშაბათი, 31 იანვარი 2018 18:51