ნინო მინდიაშვილი: სოფლად ქალები მოკლებული არიან კულტურულ - შემეცნებით ღონისძიებებს
"სოფლად მცხოვრები ქალები ძირითადად ფიზიკურ შრომაში არიან, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი გაჭირვებულია. განსაკუთრებით სავალალოა მოხუცი მარტოხელა ქალების მდგომარეობა, რომელთა შვილები სხვა ქალაქში ცხოვრობენ და ვერ ახერხებენ ხშირად ჩამოსვლას“, - თქვა სოფელ ნიქოზის მკვიდრმა ნინო მინდიაშვილმა გადაცემაში ,,სოციუმი“.
,,ძალიან დიდი ფიზიკური დატვირთვა აქვთ ამ ქალებს ყოველდღიურობისთვის, იმისთვის, რომ ელემენტარულად საკვები და საცხოვრებელი პირობები ჰქონდეთ მათ ოჯახებს, მათ შვილებს. 20 წლის ზემოთ ასაკის ქალები, თუ საბავშვო ბაღში ან სკოლაში არ არიან დასაქმებულნი, სეზონურ სამუშაოებზე დადიან ყოველდღიურ მუშებად, კარტოფილის ამოღებაზე, პომიდვრის თუ ვაშლის კრეფაზე. იტვირთებიან იმისთვის, რომ იარსებონ, რომ ზამთრისთვის მარაგი დააგროვონ. ყველა ოჯახიდან ქალების უმრავლესობა ასეა. ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ისინიც კი ცდილობენ რაღაც გააკეთონ, იმიტომ რომ ძალიან გაჭირდა ცხოვრება, გაძვირდა ყველაფერი,“ - ისაუბრა მან და აღნიშნა, რომ ეს ქალები მოკლებული არიან კულტურულ - შემეცნებით ღონისძიებებს.
შეგახსენებთ, რომ "სოციუმი" რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც პირდაპირ ეთერში (FM - 97.8) გადის ყოველ ოთხშაბათს 20:00 საათზე.
Latest from რადიო მოზაიკა
- გორში, ჭალის დასახლებაში საფეხბურთო სკოლის აშენებას გეგმავენ
- გორელები ტაქსის მძღოლების მოთხოვნას ტარიფის გაზრდაზე ეწინააღმდეგებიან
- ტაქსების მძღოლების პროტესტის პარალელურად ოფისების ხელმძღვანელებიც იკრიბებიან
- გორში, ტაქსის მძღოლები აქციას მართავენ
- დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალს გორის სტადიონმა უმასპინძლა