Back to Top
 

JPrize Web Geo

კვირა, 21 ოქტომბერი 2018 17:04

სოსო ვახტანგაშვილი: კონფლიქტის ზონაში კამერების დამონტაჟება აუცილებელია 

Rate this item
(0 votes)

გორის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი, სოსო ვახტანგაშვილი ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფაქტებს ეხმაურება და აცხადებს, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად ხელისუფლებამ ასეთ ადგილებში კონტროლი უნდა გააძლიეროს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

ამის შესახებ სოსო ვახტანგაშვილმა გადაცემაში "კავშირგაბმულობა" ისაუბრა.

"გატაცებების სტატისტიკის რიცხვის შემცირება შესაძლებელია, თუ ხელისუფლება გამყოფ ხაზთან კონტროლს გააძლიერებს. ეს, რა თქმა უნდა, არ უნდა მოხდეს ჯარის ჩაყენებით და პოლიციის დანაყოფების გამაგრებით. უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიური საშუალებები, ვგულისხმობ ტერიტორიის გაკონტროლებას ვიდეო კამერების საშუალებით. მინდა გითხრათ, რომ ამ მეთოდს ძალიან კარგად იყენებენ რუსები და დეტალურად იციან ჩვენ მხარეს სად რა ხდება. მათ კამერები აქვთ დამონტაჟებული საკმაოდ მოზრდილ პერიმეტრზე. რატომ არ აკეთებს ამას ჩვენი ხელისუფლება, დღემდე ვერ გამიგია. ასეთი კამერების არსებობის შემთხვევაში მეორე მხარე მოერიდება იმ ქმედებებს, რასაც ახლა ქართულ მხარესთან მიმართებით ახორციელებს - ესეც ერთგვარი პრევენცია იქნება უკვე. როდესაც რუსი მესაზღვრეები თუ ჯარისკაცები ძალადობენ ჩვენ მოქალაქეებზე და ასეთი სახით გადაჰყავთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, დამონტაჟებული კამერების საშუალებით ჩვენ გვექნება ძალიან კარგი ბერკეტი პრინციპული და არგუმენტირებული პოზიციები დავიკავოთ რუსეთის მიმართ იგივე საერთაშორისო ტრიბუნაზე", - აღნიშნა სოსო ვახტანგაშვილმა.

Read 1007 times