Back to Top
ორშაბათი, 22 ოქტომბერი 2018 12:48

ბასიშვილი: ჩვენი პლაკატების დაზიანება გუბერნატორის დავალებით ხდება

Rate this item
(0 votes)

“ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალური შტაბის ხელმძღვანელი, ბადრი ბასიშვილი გრიგოლ ვაშაძის სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამ ქმდებების უკან შიდა ქართლის გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი დგას. 

“წუხელ, გვიან ღამით, შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში მოხდა ერთდროულად, პუტინის გამოსახულებიანი პლაკატების გადაკვრა გრიგოლ ვაშაძის პლაკატებზე. გვაქვს ეჭვი, რომ ეს ყველაფერი შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის დავალებით ხდება. ყველა კვლევის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას, ყველაზე ნაკლები მხარდაჭერა შიდა ქართლში აქვს. სწორედ ამის გამოა, რომ ისინი ასეთი მეთოდებით ცდილობენ ამომრჩევლის დაბნევას, მაგრამ ხალხს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და ეს 28 ოქტომბერს გამოჩნდება“, - განაცხადა ბასიშვილმა.

შეგახსენებთ, გორში, გრიგოლ ვაშაძის სააგიტაციო პლაკატებს პუტინის გამოსახულებიანი პლაკატები გადააკრეს

Read 1575 times Last modified on ორშაბათი, 22 ოქტომბერი 2018 15:05