Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 22 ოქტომბერი 2018 18:16

გუბერნია ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს

Rate this item
(0 votes)

ოპოზიციის ბრალდებებს, რომლის თანახმადაც გრიგოლ ვაშაძის სააგიტაციო მასალაზე პუტინის გამოსახულებიანი პლაკატის გადაკვრა შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის დავალებით მოხდა, სამხარეო ადმინისტრაცია გამოეხმაურა.

გუბერნიაში აცხადებენ, რომ გაუგებარია, თუ რატომ უკავშირებს ამ ფაქტს "ნაციონალური მოძრაობა" გიორგი ხოჯევანიშვილს

"პლაკატების განთავსების ფაქტზე კომპეტენტური უწყებები ახდენენ შესაბამის რეაგირებას. თუმცა, გაუგებარია, რატომ ხდება მომხდართან გუბერნატორის დაკავშირება ყოველგვარი არგუმენტების გარეშე. ეჭვის დონეზე გაჟღერებული ბრალდებაც კი უბრალოდ არასერიოზულია", - აცხადებენ გუბერნიაში.

გრიგოლ ვაშაძის სააგიტაციო მასალებზე პლაკატები კომბინატის და სადგურის დასახლებებში და ქალაქის ცენტრში გადააკრეს.

Read 1305 times