ზერტში ძალოსნობის დარბაზი გაიხსნა

ოქტომბერი 22 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში ძალოსნობის დარბაზი გაიხსნა.

ცერემონიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მეუფე ანდრია, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი თენგიზ ხუბულური და მოქალაქეები ესწრებოდნენ.

ზერტში მცხოვრები ახალგაზრდების გარდა, სამგზის ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონის კახი კახიაშვილის სახელობის დარბაზში, ვარჯიშის საშუალება მეზობელ სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებსაც ექნებათ.

დარბაზი, გორის მერიის დაფინანსებით აშენდა, ინვენტარით კი ძალოსნობის ფედერაციამ უზრუნველყო. ობიექტის მოვლა-პატრონობას გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს განახორციელებს.

"ვფიქრობთ, რომ გორს მალე ეყოლება წარმატებული სპორტსმენები სპორტის აღნიშნულ სახეობაში. გორის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა“, - აცხადებენ გორის მერიის სპორტის განყოფილებაში.

Read 665 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი