შერიგების სამინისტრო: ქართული მხარე IPRM შეხვედრების აღდგენისთვის ყველა შესაძლებლობას იყენებს

ოქტომბერი 22 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ერგნეთში დასრულდა რამდენიმე საათიანი შეხვედრა , რომელიც მიზნად ისახავდა IPRM-ის ფორმატის შეხვედრების შესახებ მოსახლეობისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმირებულობას.

ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს, გაეროს ქალთა ორგანიზაციას და სახალხო დამცველის წარმომადგენლები დაესწრნენ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში (IPRM) 2018 წლის განმავლობაში ჩატარებულ შეხვედრებზე იმსჯელეს და ხაზი გაუსვეს მისი შეუფერხებლად გაგრძელების აუცილებლობას.

„მსგავსი შეხვედრები პერიოდულად ტარდება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ ადამიანებს ინფორმაცია მივაწოდეთ IPRM-ს მიმდინარეობის შესახებ -თუ რა ეტაპზე ვართ და რა საკითხები განიხილება ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით. მათ ყველა კითხვაზე მიიღეს პასუხი,“ - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ზვიადაძემ.

უწყებების ცნობით, ქართული მხარე ყველანაირად ცდილოობს IPRM -ის შეხვედრები აღდგეს ყოველგვარი ულტიმატუმების გარეშე, რადგან ეს საკითხი საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად მოსახლეობის ინტერესებში შედის-განაცხადეს შეხვედრაზე. 

სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი საქმიანობით აღნიშნული პროექტი უკვე ორი წელია მიმდინარეობს.

Read 596 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი