Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 23 ოქტომბერი 2018 14:16

გორში ქართველი და ოსი პოეტების ერთობლივი საღამო გაიმართება

Rate this item
(0 votes)

გორის კულტურის ცენტრში შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის მწერალთა ორგანიზაციებით, 24 ოქტომბერს ერთობლივი ლიტერატურული საღამო გაიმართება.

საქართველოს მწერალთა კავშირის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის რეგიონული ორგანიზაციები გაერთიანდა. საღამოზე ცხინვალელი და ახალგორელი პოეტები საკუთარ შემოქმედებას გორელებს გაუზიარებენ. ორგანიზაციის თავმჯდომარის, დავით ახლოურის თქმით, ეს შეხვედრა ოს პოეტებთან სამომავლო ურთიერთობების გაგრძელებას ხელს შეუწყობს.

“ეს იქნება გაერთიანებული ორგანიზაციის პირველი ლიტერატურული საღამო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ შიდა ქართლის რეგიონში მოღვაწე მწერლები, ასევე ცხინვალიდან და ახალგორიდან ჩამოსული მწერლები და პოეტები. შეხვედრა, პირველ რიგში, ატარებს ურთიერთგაცნობის ხასიათს. უფრო ახლოს გავიცნობთ ერთმანეთის შემოქმედებას და დავსახავთ სამომავლო ურთიერთობების გეგმებს. დიდი სურვილი გვაქვს, რომ შიდა ქართლის ყველა ქალაქში ჩატარდეს ლიტერატურული საღამოები, წარმოვაჩინოთ ახალგაზრდა, ნიჭიერი მწერლები, აღვადგინოთ კავშირ ურთიერთობები ოს მწერლებთან, ის, რაც ადრე არსებობდა“, - ამბობს დავით ახლოური.

Read 1010 times