ქეთევან ციხელაშვილი მედოევის იტალიაში "ვიზიტზე": ეს იყო კერძო ინიციატივა

ოქტომბერი 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მიიჩნევს, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი მედოევის იტალიაში „ვიზიტი" იყო კერძო ინიციატივა და საერთო ვერ ექნება იტალიის სახელმწიფოს პოზიციასთან, რომელიც არის ძალიან მკაფიო და ცალსახა.

მისივე თქმით, იტალია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

"ამ ფაქტში ორი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ - რუსეთის ფედერაცია მისი წარმომადგენლობების მეშვეობით უკვე 10 წელია უშედეგოდ ცდილობს, რომ ე.წ. აღიარების პოლიტიკა აწარმოოს, რასაც არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნია და მეორე ის არის, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პატარა დასახლებებში მსგავსი ფაქტები ხდება. არა მხოლოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, არამედ იტალიის მხარე, მისი ხელისუფლება ერთვება ამ პროცესში და იტალიის პოზიცია არის ცალსახა. ხშირად ხდება, რომ ინფორმაციის არარსებობის, ან ნაკლებობის გამო ამგვარი შემთხვევები ფიქსირდება გარკვეულ დასახლებებში. ეს იყო კერძო ინიციატივა და საერთო ვერ ექნება იტალიის სახელმწიფოს პოზიციასთან, რომელიც არის ძალიან მკაფიო და ცალსახა. იტალია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ეს არის კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობა რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რომ იმ ამოცანას მიაღწიოს, რომელსაც 10 წელია ცდილობს და ეს არ არის მიღწევადი ამოცანა, რომ აღიარების მხარდაჭერა მოიპოვოს. ამ 10 წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ პოლიტიკას დამოუკიდებლობასთან საერთო არაფერი აქვს, ეს არის რუსეთის ფედერაციაზე დამოკიდებულების გამოცხადების პოლიტიკა", - განაცხადა ციხელაშვილმა.

Read 106 times Last modified on Last modified on ოქტომბერი 23 2018
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი