მაქარაშვილი გორის ინციდენტზე: პროკურატურამ ჩემი ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დანიშნა

ოქტომბერი 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სამოქალაქო აქტივისტს, გიგა მაქარაშვილს, პროკურატურის გადაწყვეტილებით ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდა.

როგორც მაქარაშვილი აცხადებს, პროკურატურამ ეს გადაწყვეტილება გორში მომხდარი ინციდენტის გამოძიების ფარგლებში მიიღო. სამოქალაქო აქტივისტი პროკურატურის აღნიშნულ გადაწყვეტილებას ცინიზმად აფასებს.

“დამიბარეს ექსპერტიზის ბიუროში და ჩამიტარეს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა,.არ ვიცი ეს რას ემსახურება, ეს არის ცინიზმი და დაცინვა, რომ ადამიანს ერთ დღესაც ყელში ამოუვიდეს და თქვას, აღარ მინდაო. შეგნებულად არ აკეთებენ ჩემს დაზარალებულად ცნობას, რადგან ამის შემდეგ ჩემს ადვოკატს ექნება უფლება საქმის დეტალებში ჩაიხედოს. ამ ეტაპზე კი საქმის დეტალებს არ გვაცნობენ და არ ვიცით, საერთოდ როგორ მიმდინარეობს პროცესი. ფაქტია, რომ ეს ადამიანი ისევ მუშაობს, ისევ იღებს ხელფასს. ალბათ იმიტომ, რომ ცოლის ძმა ჰყავს თავდაცვის მინისტრის მოადგილე და ვერ ეხებიან ვერაფრით“, - ამბობს გიგა მაქარაშვილი.

                                                                                           

                                                                                           ამავე თემაზე:  მერიის წარმომადგენელმა გიგა მაქარაშვილს თავზე ხორბალი დააყარა

Read 681 times Last modified on Last modified on ოქტომბერი 23 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი