მამუკა ფანიაშვილი: КГБ-ს დოკუმენტის გაზიარებით ჩემი რეაქცია გამოვხატე გრიგოლ ვაშაძის მიმართ

ოქტომბერი 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის ფოტოთი ვრცელდება დოკუმენტი, რომელიც რუსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლის მონაცემებია მითითებული.

ამ დოკუმენტის ერთ-ერთი გამავრცელებელი გორის საკრებულოს წევრი მამუკა ფანიაშვილია, რომელიც ფიქრობს, რომ საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, ვინ არის რეალურად აღნიშნული კანდიდატი და როგორც საქართველოს წარმომადგენელს, რა როლი მიუძღვის მას საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან ურთიერთობაში. 

"ეს არის პირადი საქმის დოკუმენტი КГБ-ს საარქივო მასალებიდან, საიდანაც დასტურდება, რომ პატივცემული საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იყო მათი ორგანიზაციის წევრი. მე ეს დოკუმენტი სოციალურ ქსელში ვნახე და გავაზიარე, რადგან იცოდეს საზოგადოებამ რეალურად ვინ არის ის. წარსულში ეს ადამიანი ემსახურებოდა აღნიშნულ სტრუქტურას და როგორც ცნობილი გამოთქმა გვეუბნება "კაგებეშნიკი" ყოველთვის არის კაგებეშნიკი". ვისი მხრიდან მოხდა ამ დოკუმენტის მოპოვება და გავრცელება, ეს არ ვიცი, თუმცა ეს დოკუმენტი რომ არის ავთენტური, ამაში ეჭვი არავის გვეპარება. ფაქტია, რომ დოკუმენტს КГБ-ს ბეჭედი აქვს, მონაცემები შევსებულია და მისი ნამდვილობა სახეზეა. ამ დოკუმენტის გაზიარებით გამოვხატე ჩემი რეაქცია ამ ადამიანის მიმართ“, - აცხადებს მამუკა ფანიაშვილი

გორის საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან“ ვაშაძის საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდსაც იხსენებს და ფიქრობს, რომ იმ პერიოდში საქართველოს მომავლისთვის რუსეთის მხრიდან არასასიკეთო ნაბიჯები გადაიდგა. 

"მისი მოღვაწეობა რუსეთს უკავშირდება, უკავშირდება საბჭოთა კავშირს. გვახსოვს, რომ ის ვარდების რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობისას ისევ ჰქონდა კავშირები რუსეთთან, საბჭოთა კავშირის ნარჩენებთან. მისი ცოლი ნინო, რომელიც საქართველოს დამსახურებული არტისტია, მასაც ძალიან დიდი ისტორია აქვს რუსეთთან დაკავშირებული. როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ვაშაძე, ვფიქრობ, იმ პერიოდში, ძალიან ცუდი ნაბიჯები გადაიდგა რუსეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში“, - აღნიშნა მამუკა ფანიაშვილმა.

Read 1228 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი