ბასიშვილი: 7-პარტია გამონაცვალი ფანიაშვილი რას ამბობს, ამომრჩევლებისთვის უინტერესოა

ოქტომბერი 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გაერთიანებული ოპოზიციის შიდა ქართლის რეგიონალური შტაბის ხელმძღვანელის, ბადრი ბასიშვილის განცხადებით, მმართველი ხელისუფლება "ბინძური კამპანიით" ცდილობს ამომრჩეველზე ზემოქმედებას.

ბასიშვილი ფიქრობს, რომ КГБ -ს ის დოკუმენტი, რომელშიც ასახულია საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძის მონაცემები და ფოტო, არის ნაყალბევი და ამ ქმედების უკან ხელისუფლება დგას. 

"რას იტყვის 7 - პარტია გამონაცვალი ფანიაშვილი, ეს ამომრჩევლებს არ აინტერესებთ. ხვდებიან, რომ გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს დამაჯერებლად და ასეთი ბინძური კამპანიით ცდილობენ ამომრჩეველზე ზემოქმედებას. მაგრამ 28 ოქტომბერს თავადვე ნახავენ, თუ როგორ დამარცხდებან არჩევნებში. 

თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით, ყველას შეუძლია მსგავსი ნაყალბევის შექმნა. ჩვენ ასეთ მეთოდებზე უარს ვამბობთ. 

ამ ბინძურ პიარ კამპანიაში, რომელსაც ეწევა ხელისუფლება ჩართულია შალვა რამიშვილი და პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი", - აცხადებს ბასიშვილი.

 

                                  ამავე თემაზე: მამუკა ფანიაშვილი: КГБ-ს დოკუმენტის გაზიარებით ჩემი რეაქცია გამოვხატე გრიგოლ ვაშაძის მიმართ

 

Read 1513 times Last modified on Last modified on ოქტომბერი 23 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი