Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 01 თებერვალი 2018 11:00

ბაღების პედაგოგები ხელფასს ელოდებიან - დავალიანება 275 ათას ლარს შეადგენს

Rate this item
(0 votes)

გორისა და გორის მუნიციპალიტეტში მოქმედი საბავშვო ბაღების პედაგოგებს ხელფასები ამ დრომდე არ აუღიათ. პედაგოგებს კუთვნილი ანაზღაურება 22-25 იანვრის ფარგლებში უნდა მიეღოთ. როგორც ამბებენ, მათთვის ამ დრომდე გაურკვეველია თუ როდის მიიღებენ ხელფასს.

დავალიანება 275 ათას ლარს აღწევს

გორის საბავშვო ბაღების გაერთიანების სააგენტოში კი ამბობებნ, რომ ხელფასების გაცემა ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად წარმოქმნილმა რეორგანიზაციამ შეაფერხა.

მოხდა რეორგანიზაცია და ამიტომ ახალ ორგანიზაციად უნდა დავრეგისტრირებულიყავით ხაზინაში.ამასთან დაკავშირებით ხდება ეს დაგვიანება. ველოდებით სანამ დაგვაფიქსირებენ. ჩვენ ყველაფერი მზად გვაქვს, რომ გავცეთ ხეფასები“ ,- განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა ლია კოვზიაშილმა

Read 3040 times