მაკრახიძე: 28 ოქტომბერს, 8 საათზე მივალ უბანზე და ვიქნები პირველი ამომრჩეველი

ოქტომბერი 24 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მაჟორიტარი დეპუტატი, იოსებ მაკრახიძე 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მისვლას 8 საათზე აპირებს.

პარლამენტარი ამბობს, რომ აქვს სურვილი გორის მუნიციპალიტეტში იყოს პირველი ამომრჩეველი, ვინც ხმას, როგორც თავად ამბობს, ქვეყნის უკეთეს მომავალს მისცემს. 

"გეპეის" შენობაში გახსნილ საარჩევნო უბანზე დილის 8 საათზე მივალ და დავაფიქსირებ ჩემ არჩევანს. ეგეთი სურვილი მაქვს, რომ უბნის გახსნისთანავე ჩავერთო ამ პროცესში. ჩვენ გვყავს საუკეთესო არჩევანი და ეჭვიც არ მეპარება, რომ გორელების უმრავლესობისგან მას დიდი მხარდაჭერა ექნება. ვისაც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ბიოგრაფია ექნება წაკითხული, ყველა მიხვდება, თუ რატომ იმსახურებს ის ჩვენ მხარდაჭერას. იმედი მაქვს, ამ არჩევნებს ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებები მოჰყვება“, - აღნიშნა იოსებ მაკრახიძემ.

Read 523 times Last modified on Last modified on ოქტომბერი 24 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი