მაკრახიძე: ივანიშვილთან პირისპირ შეხვედრის შემთხვევაში, ბიზნესში არსებულ პრობლემებს განვიხილავდი

ოქტომბერი 24 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მაჟორიტარი დეპუტატი, იოსებ მაკრახიძე ყოფილი პრემიერის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, სადაც ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენებთან შეხვედრაზე საუბრობს.

პარლამენტარი ამბობს, რომ თუ ივანიშვილთან პირისპირ შეხვედრის საშუალება ექნება, ბიზნესთან დაკავშირებულ ბევრ აქტუალურ საკითხს განიხილავს. ყოფილმა პრემიერმა გუშინ ჟურნალისტებთან შეხვედრისას ჩანაწერებთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ ბიზნესმენებთან შეხვედრაში ვერანაირ კანონდარღვევას ვერ ხედავს და მათთან შეხვედრებს ისევ გააგრძელებს. 

"ბიზნესმენების სიარული დღესაც გაგრძელდება ჩემთან და ეს არის ძალიან კარგი. მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ დავეხმარო ბიზნესს, რამეთუ ბიზნესია საფუძველი იმისა, რომ საქართველოში მოსახლეობა რაც შეიძლება მეტი დასაქმდეს და სიმდიდრე შეიქმნას ქვეყანაში“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

იოსებ მაკრახიძის განცხადებით, დეპუტატობის შემდეგ ამ სფეროში აღარ არის, თუმცა კარგად იცის, რა პრობლემებია ბიზნესში და რა გზები არსებობს ამ პრობლემების დასაძლევად. 

"მე ბიზნესიდან მოსული კაცი ვარ. ვიცი ამ სფეროში დღეს რა ხდება. რა პრობლემებია ტენდერებში მონაწილეობისას, როდესაც საქმე უცხოელებთან გაქვს. ვფიქრობ, დასარეგულირებელია სატენდერო პირობებიც მსხვილ პროექტებზე. მაგალითად, 100 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი თუ არ გაქვს შესრულებული, ყველა ტენდერში მონაწილეობას ვერ მიიღებ და ა.შ. ამ თემებზე ვრცლად შემიძლია ვისაუბრო ბატონ ბიძინასთან, თუ ამის შესაძლებლობა მომეცემა“, -აღნიშნა იოსებ მაკრახიძემ.

Read 935 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი