არჩილ გეგეშიძე: ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობას წინ რუსული ოკუპაცია ეღობება

ოქტომბერი 24 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველოს ყოფილმა ელჩმა ამერიკაში, გორში სტუმრობისას ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე ისაუბრა.

არჩილ გეგეშიძე ამბობს, რომ ქართველებსა და ოსებს 2004 წლამდე ურთიერთობა ფაქტიურად მოგვარებული ჰქონდათ.

“შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ აუტანელი ვითარებაა, იმიტომ, რომ ის ციფრები, ის სტატისტიკა, ის ამბები რაც ხდება საოკუპაციო ხაზთან მყოფი მოსახლეობის ცხოვრებაში, მიუთითებს იმ არანორმალურ ვითარებაზე, რაც დღეს დგას ქართულ-ოსურ ურთიერთობებში. ფაქტობრივად, ეს კრიზისი გრძელდება. 2008 წლის შემდეგ 10 წელი გავიდა და კი არ გაუმჯობესდა, არამედ გართულდა ურთიერთობა. ფიზიკური ბარიერებია აღმართული ქართველებსა და ოსებს შორის და ნებისმიერ მშვიდობიან ინიციატივას, სურვილს, რომ მოსახლოებას შორის აღდგეს რაღაც კავშირები, წინ ეღობება დესტრუქციული მანქანა რუსული ოკუპაციის სახით“, - განაცხადა არჩილ გეგეშიძემ.

არჩილ გეგეშიძემ ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე, გორში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

Read 383 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი