mukilurji640X90

ატენის ხეობაში გზის რეაბილიტაციის დასრულება მომავალ წლამდე გადაიდო

ოქტომბერი 25 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ხიდისთავი-ატენის-ბოშურის გზის 10 კილომეტრიანი მონაკვეთი ოქტომბერშიც ვერ სრულდება.

გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის, თემურ ხუბულურის ინფორმაციით, გზის რეაბილიტაციის დასრულება მომავალი წლის მაისისთვის გადაიდო. 

“როგორც მითხრეს, მაისის თვემდე გადაიწია სამუშაოების დასრულებამ, რადგან ამ მონაკვეთზე ყოფილა კერძო პირების საკუთრებაში არსებული მიწები, რომლებიც უნდა შეისყიდონ, რასაც დრო დასჭირდება. არ ვიცი ვისი ბრალია, რომ ეს გზის გაკეთება ასე გაჭიანურდა, მაგრამ თავიდანვე როცა დააპროექტეს, წესით უნდა სცოდნოდათ, რომ გარკვეულ მონაკვეთზე მიწები, კერძო პირების საკუთრება იყო“, - ამბობს თემურ ხუბულური.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იანი გზის მონაკვეთის დასრულების ვადამ სამუშაოების დაწყებიდან ორჯერ გადაიწია.

თავდაპირველად, გზის მშენებლობა ინჟინერის მხრიდან გარკვეული შენიშვნების შეტანის შემდეგ შეფერხდა. ამასთანავე, გზის მშენებლობის გაგრძელებას ხელი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ გაზსადენისა და სასმელი წყლის მილების მშენებლობამ შეუშალა. გზის დასრულება 2-3 თვით შეფერხდა.

საჯარო ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული გზის მონაკვეთზე სამუშაოები 2017 წლის 22 მაისს დაიწყო, ხოლო დასრულების ვადად 2018 წლის 22 მაისი განისაზღვრა, თუმცა აღნიშნულ ვადაში პროექტის დასრულება ვერ მოხერხდა და სამუშაოების დასრულებამ 2018 წლის 22 ოქტომბრამდე გადაიწია. 

“ამ ეტაპზე, აღნიშნული მონაკვეთის 4 კმ-ზე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის საფარი, ხოლო დარჩენილ 6 კმ-ზე მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები. მასთან, ვინაიდან, საპროექტო სამუშაოების განხორციელებისას საჭირო გახდა ადგილობრივი მოსახლეობის მიმდებარე ნაკვეთებში შესვლა,  მოსახლეობასთან მოლაპარაკების წარმოება და განსახლების სამოქმედო გეგმის მომზადება, განსახლების სამოქმედო გეგმის მომზადების პერიოდში, დონორი ორგანიზაციის მიერ კონტრაქტორს აეკრძალა სამუშაოების წარმოება პრობლემურ მონაკვეთებზე, რაც თავისთავად იწვევს სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების შეფერხებას”, - ნათქვამია სავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ საჯარო ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, სამუშაობის დასრულების თარიღი ამ დროისთვის ისევ უცნობია. 

ხიდისთავი - ატენის - ბოშურის გზის რეაბილიტაციისთვის 7 728 552 ლარის ღირებულების ტენდერი 2016 წლის 27 ოქტომბერს გამოცხადდა. გამარჯვებულ კომპანიას AGT Menegment, Meslehet,Tikinti Xidmetleri MMC სამუშაოები 12 თვის ვადაში 6 155 842 ლარად უნდა შეესრულებინა. სატენდერო პირობების თანახმად, ვადა გასული წლის ნოემბერში ამოიწურა.

პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს.

Read 212 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი