ვახტანგაშვილი: 15 ცხინვალელი ფეხბურთელი ჩამოდიოდა გორში, ქართული დროშის ქვეშ სათამაშოდ

ოქტომბერი 25 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"როდესაც რუსეთი ქართველებისა და ოსების დაახლოების განვითარებას შეამჩნევს მაშინვე ძაბავს სიტუაციას", - ეს განცხადება ყოფილმა პარლამენტარმა სოსო ვახტანგაშვილმა გადაცემაში „კავშირგაბმულობა“ გააკეთა.

მისი აზრით, ცხინვალელებთან დასაახლოებლად ვერც პროგრამა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ მუშაობს და საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით არ დგამს საჭირო და შესაფერის ნაბიჯებს. ყოფილი პარლამენტარი ერთ-ერთ მაგალითად საფეხბურთო გუნდის "ლიახვის“ დაშლას ასახელებს და ფიქრობს, რომ ეს იყო დიდი შეცდომა, რაც რუსეთის ინტერესების წისქვილზე ასხამს წყალს. 

"15 ოსი ჩამოდიოდა ცხინვალიდან და ქართული დროშის ქვეშ თამაშობდა. საკმაოდ წარმატებული იყო ეს გუნდი. 2 წლის შემდეგ, როდესაც „ლიახვი“(საფეხბურთო გუნდი) უმაღლეს ლიგაში უნდა გადასულიყო, მოიპოვა გამარჯვება, მაგრამ ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო და ასეთი წარმატებული სპორტული შედეგების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეინარჩუნა ეს გუნდი. არ გაუშვა უმაღლეს ლიგაში თითიდან გამოწოვილი მიზეზების გამო. ის, რაც შერიგების მიზნით აქვთ ახლა შემუშავებული, პროგრამა "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ აბსოლუტურად არ მუშაობს. გადამღერებულია ძველი პროგრამებიდან. აქ იყვნენ ეს ოსები და რატომ გაყარეს თუ მათი ჩართვა ერთობლივ ღონისძიებებში სურდათ. გორში იყვნენ ჩამოსულები და აქ ცხოვრობდნენ. ეს ინფორმაცია მაშინ დაფარული გვქონდა ჟურნალისტებისთვის, რადგან მათ ოჯახებს ცხინვალში პრობლემები არ შექმნოდათ. იყო კიდევაც შემთხვევა, რომ ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურები მივიდნენ მათთან, თუმცა ოსმა ფეხბურთელებმა პრინციპულად უპასუხეს, რომ ეს იყო სპორტი და ამ სფეროში მათთვის ხელი არავის უნდა შეეშალა. რუსებმა ვერ შეძლეს მათი ჩამოშორება ქართველებთან თამაშს და ეს ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა“, - აღნიშნა ვახტანგაშვილმა.

Read 191 times Last modified on Last modified on ოქტომბერი 25 2018
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი