Back to Top
ხუთშაბათი, 25 ოქტომბერი 2018 17:04

სამისამართო ბანერების დამონტაჟებას მერია გორის სხვადასხვა დასახლებაში გეგმავს

Rate this item
(0 votes)

გორის რამდენიმე უბანში ახალი ბანერები გამოჩნდა, რომელიც ისტორიული ადგილების მიმართულებას მიუთითებს. 

მერიის ინფორმაციით, ტურისტული ობიექტების მანიშნებელი ბანერები, ჩამოსულ ტურისტებს გეზის განსაზღვრაში დაეხმარება.

ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელის, რობერტ მაღლაკელიძის განმარტებით, სამისამართო ბანერების არარსებობაზე თავად ტურისტები საუბრობდნენ. ტურიზმის სააგენტოს ინფორმაციით, სამომავლოდ, ქალაქის სხვადასხვა დასახლებაში იგეგმება მსგავსი ბანერების დამონტაჟება.

"ჩვენ გვაქვს მონიტორინგის ჯგუფი შექმნილი ტურიზმის განყოფილებაში. შემოსული ტურისტების გამოკითხვა წარმოებს ყოველკვირეულად. აღმოჩნდა, რომ მათ აწუხებთ ის ფაქტი, რომ უფლისციხის მიმართულებით არ იყო გზამკვლევები, თუ როგორ მოხვედრილიყვნენ უფლისციხეში. ამის შესახებ ვაცნობეთ მერიას. მერიამ გუბერნიასთან ერთად მიიღო ზომები, შეიმუშავეს პროექტი და პირველ ეტაპზე, რამოდენიმე აბრა დამონტაჟდა", - აღნიშნა რობერტ მაღლაკელიძემ.

Read 984 times