ლია ჩლაჩიძე: სალომე ზურაბიშვილმა ძალიან ლამაზი სიტყვა თქვა
"მარტო არ დამტოვოთ". ძალიან შთამბეჭდავი,ძალიან ლამაზი,მოკლე,თბილი,ამაღელვებელი შეხვედრა. პრეზიდენტობის კანდიდატი,უზადო ჩაცმულობით,თავისებური შარმით. გამარჯვება გარდაუვალია”, - ეს პოსტი გორის საკრებულოს წევრმა (ეთიკის სამანდატო და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე) ლია ჩლაჩიძემ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულებისას სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი ინფორმაციით, მასთან ერთად დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერ შეხვედრას გორის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, უმრავლესობის დეპუტატები, ასევე გორელი პარლამენტარები ესწრებოდნენ.
"აქცენტები გაკეთდა ორმაგ მოქალაქეობაზე, ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე. ასევე, მის ხედვებზე ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, ძალიან ლამაზი სიტყვა თქვა“, - აღნიშნა ლია ჩლაჩიძემ.
Latest from რადიო მოზაიკა
- მამიდის მიმართ მუქარისა და შეურაცხყოფის ბრალდებით ხიდისთავში ერთი პირი დააკავეს
- 25 დევნილ ახალგაზრდას დასაქმებისთვის გადაამზადებენ
- გუბერნიამ 4228 ლარი სტუმრების დასახვედრად და სარესტორნე მომსახურებისთვის დახარჯა
- გორის პატრული: დავაჯარიმეთ, თუმცა არ დაგვინახავს შუქნიშნის რა ფერზე გაიარა
- ცხინვალელები დევნილი პოეტების კრებულის პრეზენტაციას დაესწრნენ