დავით რაზმაძე: ესეც მოსახლეობის მოთხოვნაა, რომ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ქალბატონ სალომეს

ოქტომბერი 25 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

“ხვალ გვაქვს ბიუროს სხდომა, მაგრამ ჩვენ ყველაფერი მზად გვაქვს. სალომე ზურაბიშვილის შეხვედრაზე საკრებულოს წევრების წასვლით, საერთო საქმეს არაფერი დაშავებია“, - განაცხადა რადიო “მოზაიკასთან“ საუბრისას საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ.

“ჩვენ თავისუფალი გრაფიკი გვაქვს, საკრებულოს ყველა წევრი, ჩვენი განწყობითა და სურვილით ვესწრებოდით სალომე ზურაბიშვილის შეხვედრას ამომრჩეველთან. ჩვენ ყველა არჩეულები ვართ და ესეც მოსახლეობის მოთხოვნაა, რომ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ქალბატონ სალომეს. ჩვენ ამით საერთო საქმისთვის არაფერი დაგვიშავებია. ხვალ გვაქვს ბიუროს სხდომა, რომელიც წინასწარ დავგეგმეთ და მოვამზადეთ, ამ შეხვედრაზე დასწრება რამდენიმე დღით ადრე დაიგეგმა და თადარიგი ყველაფრისთვის დავიჭირეთ“, -განაცხადა დავით რაზმაძემ.

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრას დღეს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყველა წევრი, ქალაქის მერი და გორელი პარლამენტარები ესწრებოდნენ.

Read 536 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი