8 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს

ოქტომბერი 27 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატის, მაია გრიგოლაშვილის განცხადებით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, მან ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე მოინახულა. მისივე თქმით, ბრალდებული მომხდართან დაკავშირებით არ საუბრობს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია.

ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულს იმ საქმესთან დაკავშირებითაც ესაუბრა, რაზეც ის წლების წინ იყო გასამართლებული.

"მითხრა, ყაჩაღობის თუ გამოძალვის მუხლით ვიყავი გასამართლებული, ზუსტად არ მახსოვსო. რაც შეეხება რვა წლის გოგონას საქმეს, ამასთან დაკავშირებით ის საერთოდ არ საუბრობს, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და დუმილის უფლებას იყენებს. სხვას ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით“, - განაცხდა მაია გრიგოლაშვილმა.

ი.ნ. -ს ბრალი დაკავებიდან 48 საათში წარედგინება. როგორც ცნობილია, ი.ნ. წლების წინ სახალხო დამცველის ანგარიშშიც იყო მოხსენიებული. კერძოდ, მაშინდელმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმადაკავებული ი.ნ.- ის ცემის ფაქტზე გენერალურ ინსპექციას საქმის მოკვლევის რეკომენდაციით მიმართა. 2004 წლის 10 დეკემბერს შიდა ქართლში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გიორგი არაყიშვილმა ი.ნ. დროებითი დაკავების საკანში სასტიკად ნაცემი ნახა. სახალხო დამცველის ოფისზე დაყრდნობით, 2004 წელს ამის შესახებ ინფორმაცია მედიაშიც გავრცელდა.

შუადღისას გაუჩინარებული 8 წლის გოგონა გორში 25 ოქტომბერს გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვის ცხედარი სამართალდამცავებმა წმინდაწყლის დასახლების ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვის ნაპირას ნახეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გოგონას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული გორში, ცხელ კვალზე დააკავა. უწყებამ დაკავების კადრებიც გაავრცელა. 1984 წელს დაბადებული მამაკაცი, წარსულში ნასამართლევია.

Read 1115 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი