მოკლული გოგონას ბაბუა: გაიგო, რომ ძაღლი უნდა მოეყვანათ, ჩვენთან ახლოს დადიოდა

ოქტომბერი 27 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს სახაზინო ადვოკატი იცავს.

გარდაცვლილი გოგონას ბაბუა, მკვლელობის დღეს იხსენებს და ამბობს, რომ ბრალდებული ოჯახის წევრების გარემოცვაში იყო იმ დღეს, როდესაც ბავშვს ეძებდნენ.

"მაგან გაიგო, რომ ძაღლი უნდა მოეყვანათ, ან იქ გაიგო, ან მანდა. ვლაპარაკობდით, რომ ელოდებიან, ძაღლი უნდა მოიყვანონ და ვინც აქტიურობდა, თუნდაც მე ვიყო, იმას შორიახლოს დასდევდა. ვინც აქტიურობდა, ყველამ გაიგო, რომ იმას დასდევდა და ყველამ აღიდგინა",  - განაცხადა მოზარდის ბაბუამ.

ორი დღის წინ გაუჩინარებული 9 წლის გოგონა გორში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვის ცხედარი წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვის ნაპირზე აღმოაჩინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გოგონას მკვლელობაში ბრალდებული გორში, ცხელ კვალზე დააკავა. 1984 წელს დაბადებული მამაკაცი წარსულში ნასამართლევია.

 

Read 1487 times Last modified on Last modified on ოქტომბერი 27 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი