Back to Top
 

JPrize Web Geo

შაბათი, 27 ოქტომბერი 2018 15:38

გორის მუნიციპალიტეტის ათამდე ბაღში, არჩევნების გამო, ბავშვებს ვერ მიიღებენ

Rate this item
(0 votes)

არჩევნების გამო, გორის მუნიციპალიტეტის ათამდე ბაღში, ორშაბათს ბავშვებს ვერ მიიღებენ.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში აცხადებენ, მიზეზი ის სავალდებულო სადეზინფექციო სამუშაოებია, რომელიც არჩევნების დასრულების შემდეგ იმ ბაღებში უნდა ჩატარდეს, სადაც საარჩევნო უბნებია გახსნილი.

"ბავშვებს ვერ მიიღებენ ის საბავშვო ბაღები, სადაც საარჩევნო უბნებია გახსნილი. დეზინფექცია უნდა ჩატარდეს ამ ბაღებში, რადგან საკმაოდ ბევრი ადამიანი იმოძრავებს არჩევნების დღეს. ათამდე ბაღია ასეთი სულ. დანარჩენი ბაღები ჩვეულებრივ მიიღებენ ბავშვებს. სამშაბათს, უკვე ყველა საბავშვო ბაღი იფუნქციონირებს", - განაცხადა ორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლია კოვზიაშვილმა. 

Read 1065 times