მირუაშვილი: გორის ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა

ოქტომბერი 28 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის საოლქო საარჩევნო - კომისიის თავმჯდომარის, მალხაზ მირუაშვილის განცხადებით, გორის საარჩევნო ოლქში არსებული 105 უბანი გახსნილია.

მისი თქმით, ამ დროისათვის მიმდინარეობს საპროცედურო სამუშაოები.

"დილის შვიდ საათზე ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა. ამ დროისათვის, მიმდინარეობს საპროცედურო სამუშაოები. ყველა უბანი ემზადება ამომრჩევლის მისაღებად. 8 საათისათვის გორის საარჩევნო ოლქში არსებული ყველა უბანი მზად იქნება", - განაცხადა გორის საოლქო - საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მალხაზ მირუაშვილმა.

გორის საარჩევნო ოლქში 111 623 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

Read 613 times Last modified on Last modified on ოქტომბერი 28 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი